ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მექსიკის დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრის შედეგად ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.
საუბარი ეხებოდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ევროპაში განლაგებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა საერთაშორისო პრობლემებს.
,,ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო პრობლემებზე, მათ შორის სირიაზე და მრავალი შეხების წერტილი ვიპოვნეთ.’’-განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიელ ხალხს, საკუთარი მომავლის ,,დამოუკიდებლად, დემოკრატიული გზით არჩევისკენ’’ მოუწოდეს.
ერთობლივ განცხადებაში პრეზიდენტები აღნიშნავენ, რომ მათი სურვილია ერთად იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ და გააგრძელონ დიალოგი რაკკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშრებით.





