ინდოეთი

ინდოეთში მატარებლების შეჯახებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთში შტატ ანდჰრა-პრადეშში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად 15-მდე ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა.

BBC - ის ინფორმაციით, ქალაქ ბანგალორში მიმავალი ჩქაროსნული ექსპრესი Hampi რკინიგზის სადგურში უძრავ მდგომარეობაში მყოფ სატვირთო მატარებელს შეეჯახა. გამოცემის ცნობით, შემთხვევას სამგზავრო ექსპრესის ერთ-ერთი ვაგონის აფეთქება მოჰყვა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მცდელობამ, მატარებელი შეეჩერებინა, რამდენიმე ვაგონის რელსებიდან გადასვლა გამოიწვია.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტის მიზეზი რკინიგზის სადგურში არასწორად განლაგებული საგზაო ნიშნები გახდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფებში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები