ბაჰრეინი

ფორმულა ერთის გრან პრი ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე დაიწყო

ანტისამთავრობო გამოსვლების მიუხედავად, ბაჰრეინში ფორმულა ერთის პრესტიჟული რბოლა დაიწყო.

აქტივისტების თავდასხმისგან ფორმულა ერთის ტრასას შეიარაღებული პოლიცია და ჯავშანტექნიკა იცავს.

ქვეყანაში საპროტესტო მუხტი მას შემდეგ გაღრმავდება, რაც, შაბათს, 21 აპრილს სამთავრობო ძალებთან შეტაკებების შედეგად გარდაცვლილი შიიტი მუსლიმის ცხედარი აღმოაჩინეს. 

დემონსტრაციები ბაჰრეინში გასული წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამეფოს რეფორმირებას ემხრობიან და მოითხოვენ, ბოლო მოეღოს სუნიტი სამეფო ოჯახის მიერ შიიტი მუსლიმების უმრავლესობის დისკრიმინაციას.

ამ ფონზე, მოსახლეობის დიდი ნაწილი წლევანდელი ფორმულა ერთის რბოლის გაუქმებას ითხოვდა. გასულ წელს, რბოლა სწორედ საპროტესტო გამოსვლების გამო არ ჩატარდა. თუმცა, ალ ხალიფას სამეფო ოჯახისთვის წლევანდელი გრან პრის ჩატარება პრესტიჟის საქმედ იქცა - სამეფო ოჯახი ცდილობს დაამტკიცოს, რომ 14 თვიან აჯანყებას აკონტროლებს. 

კომენტარები