პრეზიდენტი

საქართველომ უარი თქვა ტელეკომპანია მირთან დაკავშირებით შეთანხმებაზე

მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება , რომლის საფუძველზეც საქართველო ტოვებს შეთანხმებას  -”სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია "მირის" საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ."

პრეზიდენტის ბრძანებულებაში აღნიშნულია:

1. შეწყდეს საქართველოს მიმართ 1993 წლის 24 დეკემბერს ქ. აშხაბადში ხელმოწერილი "სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია "მირის" საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ" შეთანხმების მოქმედება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე.

სახელმწიფოთაშორისო ტელე და რადიო კომპანია "მირი" გასული საუკინის 90 -იანი წლების დასაწყისში შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმებით - პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაშუქების მიზნით.

 

კომენტარები