პრეზიდენტი

სააკაშვილი: საქართველოსთვის ქრისტიანობა არის პასპორტი ევროპისკენ

მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველოსთვის ქრისტიანობა არის არა უბრალოდ იდენტურობის ნაწილი, არამედ პასპორტი ევროპისკენ.

„ეს არის ის, რითაც ყოველგვარი სკეპტიციზმის მიუხედავად, შეგვიძლია ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველო არის ბოლომდე ევროპული ქვეყანა, უძველესი ცივილიზაცია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იყოს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.„- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში გუშინ, რომელიც თბილისში, მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრას უკავშირდებოდა.

 

 

კომენტარები