საქართველოში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების დელეგაცია იმყოფება.
დღეს, პარლამენტში, საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენციის დაწყების წინ , პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და თქვა, რომ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის როლი მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური მიმართულებით.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კონფერენციაზე აღინიშნება რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და საუბარი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე.




