თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ორშაბათს, დილის 08.00-18.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს უფასოდ 80-მდე მუნიციპალური ავტობუსი ემსახურება.
მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გადის მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა ტერიტორიიდან. "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" - კუკიის მიმართულებით, "დელისიდან" - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით, "სარაჯიშვილიდან" - "თბილისის ზღვის" მიმართულებით, ხოლო ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ.#25-დან - "ველის" სასაფლაოს მიმართულებით.




