სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის მოხსენება პარლამენტში

დღეს, პარლამენტში მოხსენებით სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში წარსდგა. რომელმაც 650 გვერდიანი ანგარიში წარადგინა პლენარულ სხდომაზე.

ომბუდსმენმა საკუთარ მოხსენებაში სასამართლო და პენიტენციალურ სისტემებზე, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, ოჯახურ ძალადობაზე, ასევე ეთნიკური და რელიგიურიუმცირესობების მდგომარეობაზე ისაუბრა.

ორ საათიანი მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველმა შეკითხვებს უპასუხა.

„ქრისტიან-დემოკრატები“ პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე დაინტერესდნენ. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი უკმაყოფილება ხათუნა კალმახელიძის მიმართ. ომბუდსმენს კითხვებით ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა მიმართეს.

ლევან ვეფხვაძე: „რამდენად აქვს უფლება, ქალბატონ კალმახელიძეს იწოდებოდეს მინისტრად და დარჩეს ამ თანამდებობაზე, იმ მძიმე ფაქტების ფონზე, რომელიც ჩვენვიხილეთ თქვენს დასკვნაში“.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მოხსენებიდან, 250 გვერდი, სწორედ პენიტენციალურ სისტემას ეხებოდა.

ამავე თემასთან დაკავშირებით მიმართა კითხვით გიორგი ტუღუშს, გიორგი ახვლედიანმა: „ყველა ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა და რომლებიც შეეხებოდა ამ მდგომარეობის გაუმჯობესებას, მთავრობამ ყურად არ იღო. როდესაც ჩვენ დავაყენეთ ორი მინისტრის გათავისუფლების საკითხი და ვამბობდით, რომ თუ ისინი არგათავისუფლდებიან, მდგომარეობა იქნებოდა ისევ მძიმე, ეს ნამდვილად ასეა, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა“.

მეორე მინისტრი, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატებმა“ საკუთარ გამოსვლაში ახსენეს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი იყო.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სათანადოდ ვერ ასრულებენ პოლიტიკური პასუხისმგებლობისდასმის საფუძველი არსებობს, მაგრამ ეს არ არის ომბუდსმენის ვალდებულება და ამას პარლამენტი გადაწყვეტს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს გასული წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტების საქმე. ომბუდსმენის თქმით, ამფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებით კმაყოფილი არ არის.

"როგორც ჩანს პროკურატურამ არ ჩათვალა საჭიროდ გამოძიება, რაც მე არაადეკვატურ რეაგირებად შევაფასე" – განაცხადა ტუღუშმა.

 სახალხო დამცველს კითხვებით მიმართეს უმრავლესობის წევრებმაც.

კობა ხაბაზის კითხვაც ასევე პენიტენციალურ სისტემას და 13 ახალი სასჯელ აღსრულების დაწესებულებას ეხებოდა.

კომენტარები