რუსეთი

საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს არ ესტუმრონ საქართველოს

რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში ჩასვლისგან. ეს მოწოდება გამოთქმულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე ნათქვამია, რომ საქართველოში ჩასულ რუსებს სისტემატურად იჭერენ, რომ მათ წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებს მიმართავენ.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ქართული სპეცსამსახურები ამას აკეთებენ მალულად, ადგილობრივი მედია კი ეწევა იმის  პროპაგანდას თუ რა თბილად ხვდებიან საქართველოში სტუმრებს რუსეთიდან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მას შემდეგ რაც საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, რუსეთ-საქართველოს საზღვარი 30000 -მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ეწვია  ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს  და იქ  პირადად შეეგება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოს მიერ დაწესებული უვიზო რეჟიმით სარგებლობა და საქართველოში შემოსვლა.

 

კომენტარები