პარლამენტი

სახალხო დამცველი პარლამენტს 2011 წლის ანგარიშს გააცნობს

პარლამენტში დღეს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მოუსმენენ. 2011 წლის ანგარიშს ის პლენარულ სხდომაზე წარადგენს. მანამდე, ამავე ანგარიშთან დაკავშირებით გიორგი ტუღუშს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

600 გვერდიანი ანგარიში 2011 წელს, საქართველოში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში. მასში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოკვეთილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისადმი არასათანადოდ მოპყრობის პრობლემა.

კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გიორგი ტუღუსმა გამოთქვა აზრი, რომ ეს პრობლემა შეიძლება აიხსნას სისტემის თანამშრომლებს შორის დაუსჯელობის სინდრომით, აგრეთვე იმით, რომ ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დაფარვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე.

გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობამ შეხვედრა გამართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან. გავრცელებულ ცნობებით, დახურულ შეხვედრაზე მსჯელობა, სწორედ სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილ შენიშვნებს ეხებოდა.

 

კომენტარები