სახალხო დამცველი

ივანიშვილს მოქალაქეობა კანონის საფუძველზე შეუწყდა

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, პარლამენტში გამართულ მოსმენაზე გამოთქვა მოსაზრება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, მას შემდეგ რაც „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა, თუ რატომ არ შევიდა სახალხო დამცველის ანგარიშში ეს საკითხი.

გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ მან შეისწავლა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის ფაქტი და პრეზიდენტს ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენის რეკომენდაციაც გადაუგზავნა.

რაც შეეხება ბიძინა ივანივილს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში დარღვევის ფაქტები ვერ აღმოვაჩინა. „მივიჩნევ, რომ ის მექანიზმი, რომელიც გამოიყენეს მოქალაქეობის შესაწყვეტად, საქართველოს კანონს შეესაბამებოდა. ივანიშვილს მოქალაქეობა კანონიერად შეუწყდა,“-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

 

კომენტარები