ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი, ფრენკ ბოლანდი, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა. ის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეს, 5 აპრილს ასრულებს.
ფრენკ ბოლანდი საქართველოში მყოფ ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასება და პარტნიორობის მიზნების (PG) განახლება - განხილვაა.




