შვედეთი

ტარკოვსკის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი დღიურები გამოიცა

ანდრეი ტარკოვსკის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს შვედეთში მისი დღიურები გამოვიდა სახელწოდებით „მარტიროლოგი“. რეჟისორმა ჩანაწერების კეთება 1970 წელს ფილმ „Solaris“ - ზე მუშაობისას დაიწყო და მათ 1986 წლამდე, სიცოცხლის ბოლომდე აწარმოებდა.

 1994 წელს საბჭოთა კავშირში მოღვაწე რეჟისორის დღიურებმა პარიზის კინონაწარმოებების კონკურსზე პრემია მიიღო.

დღიურში, რომელიც 960 გვერდისაგან შედგება, ცოტა რამაა რეჟისორის საქმიანობაზე მოთხრობილი. იგი ძირითადად ტარკოვსკის ფილოსოფიურ ნააზრევს, ნახატებს, მის განცდებსა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობას შეიცავს.

შვედეთი ტარკოვსკის მემკვიდრეობისადმი დიდი ინტერესით გამოიჩევა. სწორედ აქ 1986 წელს კინოხელოვანმა თავისი ბოლო სურათი „The Sacrifice“ გადაიღო, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი და ბრიტანეთის კინოხელოვნების პრემია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ტარკოვსკის პირველივე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „Ivan's Childhood“ ვენეციის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი აიღო. თუმცა საერთაშორისო აღიარების პარალელურად, რეჟისორის სამშობლოში მის ნამუშევრებს არც თუ დადებითად აფასებდნენ. ტარკოვსკის ფილმების უმრავლესობის ჩვენება საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო.

 რეჟისორი პარიზში, სენტ-ჟენევიე-დე-ბუას სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი საფლავის ქვას შემდეგი წარწერა ამშვენებს - „ადამიანს, რომელმაც ანგელოზი იხილა.“

 

კომენტარები