დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ დღეს, ბაქოში, ზაგულბას სასახლეში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. Trend.az ის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარებით, ხაზი გაუსვეს უმაღლესი დონის შეხვედრის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებას. პრეზიდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე.
ხვალ საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსაც ეწვევა. აზერბაიჯანის პარლამენტში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.




