დაკავება

დაკავებები კიკვიძის ბაღში

კიკვიძის ბაღში დღეს პარტია სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე დააკავეს. პარტიის განცხადების თანახმად, მურვანიძეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაუდენია და მისი დაკავების მოტივები უცნობია. პარტიამ რეაგირებისთვის სახალხო დამცველს და საქართველოში აკრედიტერებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. ასევე, კიკვიძის ბაღში დღეს პოლიციის თანამშრომლებმა ქართული ოცნების ეკოლოგიური ქვეჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს, რომელიც სამშენებლო სამუშაოებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. ქართული ოცნების ინფორმაციით, დაკავებულები არიან მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც - მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი. ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვასა და პოლიციის შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

კომენტარები