საოჯახო საქონლის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია - Procter & Gamble მომავალი წლის ივნისამდე მსოფლიო მასშტაბით კომპანიის 5 700 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ბობ მაკდონალდსის და ფინანსური დირექტორის ჯონ მიულერის განმარტებით, თანამშრომლების გლობალური შემცირება გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც კომპანიამ 2016 წლამდე ხარჯები 10 მილიარდით უნდა შეამციროს.
Procter & Gamble-ში არაპროდუქტიული თანამშრომლების რაოდენობა 10%-ით ნაკლები იქნება, ივნისამდე ასეთი ადამიანების რიცხვი 1 600, ხოლო მომავალი 12 თვის განმავლობაში 4 100 შემცირდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ თანამშრომლების შემცირებით, 2014 წლამდე 800 მილიონი დოლარი დაიზოგება. კომპანიაში ხარჯები ასევე მარკეტინგის, ტრანსპორტირებისა და წარმოების პროცესის კუთხითაც დაიზოგება.
Procter & Gamble 1837 წელს ამერიკაში დაარსდა და მას მსოფლიოს 80 ქვეყანაში 130 ათასი თანამშრომელი ჰყავს.




