საჯარო ინფორმაცია

საჯარო უწყებებიდან ინფორმაციას ელექტრონული ფორმითაც მიიღებთ

"საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში" შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება ელექტრონული ფორმითაც იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლება ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს ექნება ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც – თავად დოკუმენტს.

კანონპროექტის ავტორია მთავრობის კანცელარია, ინიციატორი კი - მთავრობა. კანონპროექტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

 

კომენტარები