თბილისის მერია

გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამე გრძელდებოდა

თბილისის მერიის ინფორმაციით , დედაქალაქის გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა და სპეციალური ტექნიკით გასუფთავება მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პრემიები გაიცეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც ამ დღეებში თბილისელების უსაფრთხო გადააგილებაზე ზრუნავენ.

თბილისში იმატა უამინდობის ნიადაგზე დაშავებულთა რიცხვმა. თბილისის მერმა  განმარტა, რომ სამედიცინო დაზღვევის არ მქონე დაზარალებულებს, მკურნალობის ხარჯები სარეზერვო ფონდიდან აუნაზღაურდებათ.

გიგი უგულავამ წყნეთში გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა, იქვე მან თქვა, რომ მომავალ დღეებში მთავარი საზრუნავი მოსახლეობის წყალმომარაგების შეუზღუდავად მიწოდება იქნება, იქიდან გამომდინარე , რომ მოსალოდნელი ძლიერი ყინვის გამო, შესაძლოა მილები გაიყინოს.

 

კომენტარები