ქართული ფეხბურთი

გიორგი დევდარიანი დინამოს მწვრთნელია

თბილისის დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: დღეიდან კლუბს გიორგი დევდარიანი უხელმძღვანელებს. მან ამ თანამდებობაზე ესპანელი ალექს გარსია შეცვალა, რომელიც არასასურველი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ეროვნულ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ ცვლილებები ხელმძღვანელთა შორისაც მოხდა: გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, ალექსანდრე შახოვი კი გენერალური დირექტორი იქნება.
ხვალ, თბილისის დროით 16 საათზე დინამო ესპანეთში ამხანგურ შეხვედრას ჩაატარებს გუანჟოუსთან. ამ მატჩში კლუბს გიორგი დევდარიანი უხელმძღვანელებს.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დინამო 33 ქულით მესამე ადგილზეა, პირველობას კი ზესტაფონი ლიდერობს 42 ქულით.

კომენტარები