ევროსაბჭო

ჰამარბერგი ტიმერმანსმა შეცვალა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი აირჩია. ეს თანამდებობა ნიდერლანდების წარმომადგენელმა ფრანს ტიმერმანსმა დაიკავა.

 იგი ამ თანამდებობაზე თომას ჰამარბერგს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 31 მარტს ეწურება.

 ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი იყო წარდგენილი. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, ტიმერმანსის კანდიდატურასთან ერთად, ლატვიელი ნილს მუნიექსის და ბელგიელი ივ მონეს კანდიდატურები განიხილებოდა. ადამიანის უფლებათა კომისარს საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წარდგინებით, ექვსი წლის ვადით ირჩევს.

 ნიდერლანდების მუშათა პარტიის წევრი ფრანს ტიმერმანსი 2007-დან 2010 წლამდე ევროპის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, შვიდი წლის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეაში ნიდერლანდების დელეგაციის წევრი იყო. ასევ ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის მრჩევლად მუშაობდა.

 

კომენტარები