დღეს, 27 დეკემბერს, 19:30 საათზე, თიბისი გალერაში ჯულიარდის კონსერვატორიის ამომავალი ვარსკვლავი, 21 წლის პიანისტი დავით ალადაშვილი გამართავს კონცერტს.
ვან კლიბერნის და სუზან როუზის საფორტეპიანო გრანტის მფლობელს არაერთხელ აქვს დაპყრობილი მსოფლიოში გამორჩეული და პრესტიჟული საშემსრულებლო სივრცეები, როგორებიცაა – კარნეგი ჰოლი და ლინკოლნ ცენტრი.
დავით ალადაშვილი ასევე არის ვლადიმერ სპივაკოვის ფესტივალის (მოსკოვი) და ნიკოლაი რუბინშტეინის კონკურსის (პარიზი) გრან–პრის მფლობელი.
კონცერტზე მოწვეული სტუმრის სტატუსით დაუკრავს შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისთი თეა ჭკუასელი.
მისამართი: მარჯანიშვილის 7




