ალბომის პრეზენტაცია

„ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“

დღეს, 27 დეკემბერს, 13:30 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართება, სახელწოდებით „ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“.

ალბომი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით არის შექმნილი და საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში გამოიცემა.

მუსიკალურ ალბომში, „ნუ დაარღვევ საავროფო უფლებას!“ – ოცდაათი ქართველი შემსრულებლის სიმღერაა შესული:

დავით ევგენიძე, ნინო ქათამაძე, ზაზა კორინთელი, მერაბ სეფაშვილი, დავით გომართელი, ნინი ბადურაშვილი, კახაბერი და ხანუმები, სოფო ხალვაში, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, ჯგუფები „33ა“, „ფრანი“, „მგზავრები“ და სხვა ქართველი მუსიკოს–შემსრულებლები.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.

მუსიკალური ალბომის პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრება.

 „ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“ უფასოდ გავრცელდება.

 

კომენტარები