მერიის ინიციატივა

სურსათი ხელმისაწვდომ ფასად

თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში ყოველ კვირას 9:00-15:00 ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს სასურსათო პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.

გლდანი-ნაძალადევის რაიონი:

გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩიდან V და VI მ/რ შორის, პოლიციის შენობასთან.

მუხიანი, დუმბაძის გამზირი, ნონეშვილის ამოსასვლელთან.

თემქა, ანაპის დივიზიის ქ.- ჩარგლის ქუჩის გადაკვეთა. სამშობიაროს წინ, გაღმა თემქის ჩასასვლელ გზაზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი:

დიღმის მასივი, მაიაკოვსკის ძეგლთან I შესახვევი

ვაკე-საბურთალოს რაიონი:

დიდი დიღომი, ი. პეტრიწის ქუჩა, მე-12 კორპუსის წინ.

საბურთალო, პეკინის ქუჩიდან მიცკევიჩის ქუჩის შესახვევში.

ნუცუბიძის პლატო, მე-4-5 პლატოს შორის. მე-17-18 კორპუსის პირდაპირ.

ვაკე, ფალიაშვილის ქუჩაზე კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერი.

ვაჟა–ფშაველას ძეგლთან, მარიჯანის ქუჩა 2.

ისანი-სამგორის რაიონი:

31-ე ქარხანა, ბ. ხმელნიცკის ქუჩა, პურის ქარხნის შენობის პირდაპირ.

ვარკეთილი, ვარკეთილი 3, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ, ახალაშენებული ეკლესიის წინ

ვაზისუბანი, Iმ/რ, კორპ.12 გვერდით, მაღაზია ,,ვეჯინის" მიმდებარე ტერიტორია

მეტრომშენი, ყვარლის მოედნის ტერიტორია

ძველი თბილისის რაიონი:

ვერა, მელიქიშვილის ქუჩა, ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორია.

 

კომენტარები