ვლადიმირ პუტინის აზრით , თავის დროზე საჭირო იყო ”თანმიმდევრული და უშიშარი” ბრძოლა საბჭოთა კავშირის დაშლის თავიდან ასაცილებლად. გადაცემაში ” საუბრები ვლადიმირ პუტინთან” რუსეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს რას მოიმოქმედებდა საბჭოთა კავშირის სათავეში რომ ყოფილიყო? ” მე რას გავაკეთებდი? საჭირო იყო დროულად დაეწყოთ ეკონომიკის გადაწყობა, რეფორმები და ეს ყველაფერი გაემყარებინათ დემოკრატიული ცვლილებებით. საჭირო იყო თავი არ ჩაერგოთ ქვიშაში და უკანალი არ დაეტოვებინათ გარეთ, საჭირო იყო ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის” .
ამავე გადაცემაში პუტინმა ისაუბრა ოპოზიციაზე, რომელიც მისი აზრით ’საზღვარგარეთიდან ფინანსდება”. ” არიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას, მაგრამ მოქმედებენ უცხო ქვეყნების ინტერესებით და უცხო ქვეყნებიდან მიღებული ფულით.” - თქვა მან და თან განმარტა, რომ ხელისუფლება ასეთებთანაც უნდა შეეცადოს კონტაქტის დამყარებას. ”მოდით ჩემთან ბანდერლოგებო” - ასე მიმართა პოტინმა ოპოზიციონრებს, რომლის წარმომადგენლებიც ახალ საპროტესტო აქციებს გეგმავენ . პუტინმა თავის მიმართავს დასძინა, რომ ბავშვობიდან უყვარს კიპლინგი.




