ვლადიმირ პუტინი

პუტინს მოსკოვის საპროტესტო აქციამ კონტრაცეპტივები მოაგონა

რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის შეფასებით, რუსეთის დუმის არჩევნების შედეგები ასახავს ქვეყანაში პოლიტიკური ძალების რეალურ თანაფარდობას. რუსეთის მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პუტინმა აღნიშნა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მოსკოვში ჩატარებული მრავალათასიანი აქციის სიმბოლომ - თეთრმა ლენტებმა - მას კონტრაცეპტივები მოაგონა. მან თქვა ისიც, რომ მიტინგზე ბევრი ადამიანი ”ფულის შეთავაზებით” მიიყვანეს. ვლადიმირ პუტინმა, გამოთქვა შეხედულება, რომ არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ რუსეთში აგორებული საპროტესტო კამპანია ”დესტაბილიზაციის წინასწარ შემუშავებული სქემით” წარიმართა.

აშშ კი ”ეროვნულ გამოღვიძებას” უწოდებს პროცესს, რომელიც რუსეთში 4 დეკემბრის შემდეგ დაიწყო. ასეთი შეფასება ოთხშაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა. მანვე თქვა, რომ რუსეთში საპროტესტო აქციები არ იმართება გარედან, მით უფრო ვაშინგტონიდან, როგორაც ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლება აცხადებს. გუშინვე, რუსეთში შექმნილი ვითარება განიხილეს სენატში. ევროპარლამენტმა კი რუსეთს დუმის ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები