ეკონომიკური ზრდა

ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 8.8%-ია

„საქსტატის" წინასწარი მონაცემებით,  საქართველოში 2011 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდის ტემპმა 8,8% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკით, იანვარ-ოქტომბერში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი იანვარში დაფიქსირდა და 9,7% შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი ზრდის ტემპი - 1.4% მაისში დაფიქსირდა. „საქსტატის" წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში 2011 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდის ტემპმა საშუალოდ 7,4% შეადგინა.

კომენტარები