საქართველო-ამერიკის ურთიერთობა

აშშ-ს საზღვაო ძალების სარდალი თბილისშია

საქართველოში   ვიზიტად  მყოფი  აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი რეი მეიბასი   დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაია შეხდა .თავდაცვის მინისტრმა  მას  საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.   მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს  შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და ISAF -ის  ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

დღესვე აშშ-ს საზღვაო ძალების მდივანი  შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე  შავი ზღვის სანაპიროზე აშშ-ს დახმარებით უსაფრთხოების რადარების აღდგენა-განახლება დასრულდება. რეი მეიბასის და ვანო მერაბიშვილის შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა იყო.

აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი ხვალ  ეროვნულ სასწავლო ცენტრს ”კრწანისს” ესტუმრება ,  ამერიკელი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საჩვენებელ სწავლებას დაესწრება

კომენტარები