ვლადიმირ პუტინი

რუსეთში ტელე-ეკრანებზე ყველაზე მეტად პუტინის ხილვა სურთ

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რუსეთის მოსახლეობას ტელე-ეკრანებზე ყველაზე მეტად ამჟამიდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის და ”რუსეთის ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის” ლიდერის, სკანდალური გამოსვლებით ცნობილი ნაციონალისტის, ვლადიმირ ჟირინოვსკის ხილვა სურთ. ტელე-ეთერებში პუტინის ყურება გამოკითხულთა 23 პროცენტს სურს, ჟირინოვსკის -17 პროცენტს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მიდვედევის - 12 პროცენტს.

კომენტარები