ჩინელმა საზოგადო მოღვაწეებმა ვლადიმირ პუტინი ” მშვიდობის დარგში კონფუცის პრემიის” ლაურიატად დაასახელეს. გავრცელებული ცობით, პრემიის ორგანიზატორებმა აღნიშნეს ”პუტინის დამსახურებები მშვიდობის დარგში .” ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინი გამოდიოდა ლიბიის ოპერაციის წინააღმდეგ, მაშინ როცა იქ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. მშვიდობის დარგში კონფუცის პრემიის ლაურიატობისთვის რუსეთის პრემიერს კონკურენციას უწევდნენ: Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი , გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი.
” მშვიდობის დარგში კონფუცის პრემიის” ლაურიატს ასახელებს 16 წევრიანი ჟიური, აქედან 9 პუტინის კანდიდატურის მხარდამჭერი აღმოჩნდა.
კონფუცის პრემია მშვიდობის დარგში 2010 წელს, ჩინელ დისიდენტ ლიუ სიაბოსათვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების საპასუხოდ დაწესდა. მაშინ, ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ნობელის კომიტეტი არღვევს პრემიის მინიჭების პრინციპებს და აზარალებს ჩინეთის და ნორვეგიის ურთიერთობებს. ჩინეთის მთავრობამ ნობელიანტ ლიუ სიაბოს ჩვეულებრივი დამნაშავე უწოდა.





