რუსეთის ჯაშუშები

მერაბიშვილი : ბოლო წლებში საქართველომ რუსეთის 20-ამდე ჯაშუში დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით ( რომელიც მან უკრაინულ გამოცემა “ Сегодня”-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა) რუსეთის მიერ საქართველოში ტერაქტების  ორგანიზება გამოძიების შედეგად არის  დადასტურებული, დაკავებულია  სხვადასხვა დროს მომხდარი ტერაქტების 30-ამდე შემსრულებელი ,  ინტერპოლის მიერ იძებნება რუსი ოფიცერი, რომელმაც მოამზადა აფეთქება თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველომ რუსეთის 20-მდე ჯაშუში დააკავა.  უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა    ისაუბრა,  საქართველოში რა რისკებს ქმნის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ  ტერიტორიებზე შექმნილი განუკითხაობა. ” საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ საქართველომ 14 პოლიციელი დაკარგა, ეს ადამიანები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას  შეეწირნენ ან სნაიპერის ტყვიას ან ნაღმს. დღეს  საქართველოს პოლიციელები  ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მხოლოდ ბრონირებული მანქანებით გადაადგილდებიან და საბედნიეროდ მსხვერპლი აღარ ყოფილა.   2008 წლამდე ცხინვალის რეგიონში იდგა არა რუსეთის ჯარი, არამედ რუსეთის არცთუ დიდი სამშვიდობო კონტიგენტი, დღეს სხვა სიტუაციაა და მას ჩვენთან ერთად ევროკავშირის მეთვალყურეები აკვირდებიან. ”- აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა .  მისი  თქმით,  ოკუპირებული  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის  ტერიტორიები არის   ბაზა   დანარჩენ საქართველოში   ტერორისტების შემოსაგზავნად.

კომენტარები