დავით ბაქრაძე: საქართველო ნატოს რუსეთთან ომში არ ჩაითრევს

ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო ნატოს რუსეთთან ომში არ ჩაითრევს, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ The Washington Times -ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. ბაქრაძემ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მხრიდან სამხედრო პროვოკაციების ალბათობა 2008 წელთან შედარებით , გაცილებით< დაბალია და დასძინა : ” საქართველომ ცალმხრივად აიღო ვალდებულება არ გამოიყენოს ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ამდენად ის არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას ნატოს იმ თვალსაზრისით, რომ მას დაავალდებულოს წესდების მიხედვით მოქმედება”. ნატოს წესდებით ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმას ალიანსზე თავდასხმად განიხილება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის აღარ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამაში რუსეთს ადანაშაულებს. ” ბურთი რუსეთის მოედანზეა, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოლაპარაკებები დაიწყოს, რადგან საქართველო მოლაპარაკებებისთვის მზადაა” - აღნიშა დავით ბაქრაძემ The Washington Times-სთან საუბრისას და გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ყოფნამ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა დააბრკოლოს. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტი საქართველოს პროგრესს მოუტანს, თუმცა დავით ბაქრაძის თქმით , როგორიც არ უნდა იყოს სამიტის გადაწყვეტილება საქართველო გააგრძელებს ავღანეთის მისიაში მონაწილეობას. ჟურნალისტის შეკითხვას - ხომ არ აპირებთ 2010 წლის არჩევნებში მონაწილეობით შეცვალოთ პრეზიდენტი ? -საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა : ” მე დაინტერესებული ვარ პოლიტიკაში დარჩენით და როცა დაინტერესებული ხარ ამით, არაფერი უნდა გამორიცხო. უნდა არსებობდეს მხარდაჭერა პარტიაშია, უნდა არსებობდეს მოსახლეობის მხარდაჭერა, თუ ეს ყველაფერი სახეზეა, არცერთი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას. ”

 

კომენტარები