რუსეთთან ურთიერთობა

მედევდევი აგვისტოს ომზე

რუსეთი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან „ღირსეულად გამოვიდა“, ეს კონფლიქტი კი რუსეთის მოწინააღმდეგეებისთვის „გაკვეთილი“ უნდა გახდეს. მედვედევმა აღიარა, რომ 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები მისთვის „ძალიან მძიმე გამოცდა იყო“. ”ეს ტვირთია, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების ტვირთი ყოველთვის აწევს ერთ ადამიანს. რაც არ უნდა მოხდეს,  მერე მას ან ადანაშაულებენ ან მადლობებს უხდიან” თქვა მან და გამოხატა იმედი, რომ მსგავსი გამოცდების წინაშე რუსეთი აღარ დადგება. შეფასებები რუსეთის პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მადლობა მოახსენა საქართველოში ჯარების გაგზავნისთვის.

მედვედევის განცხადებით,  2008 წლის აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ შეიარაღებული ძალების განვითარებაში არსებული პრობლემების მიუხედავად, რუსეთს ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს, რომელსაც შეუძლია წესრიგი დაამყაროს და პრაქტიკულად ყველა ძალას პასუხი აგებინოს“.

“ ეს იყო ძალიან სერიოზული გაკვეთილი ყველასთვის, რომლებიც სხვადასხვა გეგმებს ამუშავებდნენ ჩვენი ქვეყნისა  და ჩვენი მეზობლების მიმართ“, – განაცხადა მედვედევმა და დასძინა: ”ვფიქრობ  ყველამ გამოიტანა დასკვნა . რუსეთი ამ კონფლიქტიდან გამოვიდა ღირსეულად.   ვიმეორებ, არ ვისურვებდი რომელიმე  სახელმწიფოს მეთაურს -   რუსეთის,  საქართველოს ან  საერთოდ, პლანეტის ნებისმიერი ქვეყნის  – მიეღოს ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ ხანდახანს გიხდება და ამისთვის მზად უნდა იყო “.

კომენტარები