კიევის სასამართლომ დამნაშავედ სცნო უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო 2009 წელს რუსეთთან ბუნებრივი აირის საკითხზე კონტრაქტების დადებისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. კიევის პეჩორის სასამართლოს მოსამართლემ წაიკითხა განაჩენის სამოტივაციო ნაწილი. მოსამართლის განცხადებით ,ტიმოშენკომ უკრაინის კომპანია ”ნაფტოგაზს” თითქმის 200 მილიონის ზარალი მიაყენა. ბრალდების მხარე ტიმოშენკოსთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. სასამართლოს შენობასთან შეკრებილები არიან ტიმოშენკოს მომხრეები. თავად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს მიმართა მომხრეებს ნუ შეეშინდებათ და იბრძოლონ იანუკოვიჩის რეჟიმის წინააღმდეგ.
ევროპაში შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ტიმოშენკოს პროცესს. ევროკავშირის ლიდერებმა არა ერთხელ მოუწოდეს იანუკოვიჩს არ დაუშვას უკრაინის სასამართლო გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ევროკავშირის ლიდერებმა გააფრთხილეს იანუკოვიჩი, რომ ტიმოშენკოს პროცესმა შეიძლევა ეჭვქვეშ დააყენოს შეთანხმებების გაფორმება ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.




