უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 20.8 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2011 წლის აგვისტოში 102.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 3 მილიონით, ხოლო 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.8 მილიონი აშშ დოლარით მეტია. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების უდიდესი წილი 60.7%, ანუ 61.5 მილიონი აშშ დოლარი რუსეთზე მოდის, მას მოსდევს საბერძნეთი - 7.3%-ით, ანუ 7.5 მილიონი აშშ დოლარით, შემდეგია იტალია - 6.5%-ით, ანუ 6.7 მილიონი აშშ დოლარით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსულმა თანხამ მთლიანი გზავნილების 5.8%, ანუ 5.9 მილიონი აშშ დოლარი და უკრაინიდან შემოსულმა თანხამ - 4.3%, ანუ 4.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

კომენტარები