ავსტრალიელები პასპორტში სქესს სამი შესაძლო ვარიანტიდან აირჩევენ

ავსტრალიელებს შესაძლებლობა ექნებათ, საპასპორტო აპლიკაციებში სქესი ორის მაგიერ, სამი  ვარიანტიდან აირჩიონ. ცვლილების მიზანია, აღმოიფხვრას არატრადიციული სქესუალური  ორიენტაციის ადამიანების დისკრიმინაცია. ამიერიდან, ტრანსსექსუალები და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი ადამიანები, აპლიკაციის შევსებისას, სქესის  გრაფაში  ახალ ოფციას - ”გაუკვეველს” მონიშნავენ. პასპორტში ეს ”X”-ით იქნება აღნიშნული.

ავსტრალიელი სენატორის, ლუსი პრატის თქმით,  რეფორმა საზღვარზე გადასვლას გაუმარტივებს იმ ადამიანებს, რომელთაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის განსხვავება გარეგნობასა და პასპორტში აღნიშნული სქესს შორის. სენატორს თავად ყავს პარტნიორი, რომელიც მდედრობითი სქესის დაიბადა, ახლა კი მამაკაცია.

კომენტარები