აშშ - საქართველოს ხელისუფლება იცავს რელიგიურ თავისუფლებებს

საქართველოში რელიგიურ თავისუფლებებს მთავრობა საკანონმდებლო დონეზეც იცავს და პრაქტიკაშიც - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც რელიგიურ თავისუფლებებს ეხება.  მასში 2010 წლის  ივლისი-დეკემბრის პერიოდია განხილული. ”იყო ცალკეული შემთხვევები საპატიმროებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პრობლემების შექმნის, ასევე რელიგიური უმცირესობების წვერების განაცხადების ლიცენზირების დაგვიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლება უმთავრესად პატივს სცემს რელიგიურ თავისუფლებებს  კანონის დონეზე და პრაქტიკაშიც. ”-ნათქვამია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.  იქვე აღნიშნულია, რომ  საანგარიშო პერიოდში  საქართველოში მოუგვარებელი რჩებოდა   რელიგიური უმცირესობების მიერ მოთხოვნილი სადაო ეკლესიების დაბრუნებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები. საანგარიშო პერიოდის  პრობლემებს შორის  ანგარიშში ნახსენებია რელიგიური ჯგუფებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხიც. შეგახსენებთ ანგარიშში მიმოხილულია  ვითარება 2010 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით.  2011 წლის ივლისის დასაწყისში   საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით იმუშავა   რელიგიური ჯგუფებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად.  შშ–ის საელჩო საქართველოში მაშინ  მიესალმა  საქართველოს  პარლამენტის ამ   გადაწყვეტილებას.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში   საქართველოში რელიგიური თავისუფლებების მხრივ მდგომარეობის მიმოხილვისას აღნიშნულია მუსულმანთა თემის წევრების მკვლელობის ფაქტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში.  დოკუმენტის თანახმად  რელიგიური თავისუფლებების კუთხით სიტუაცია შემაშფოთებელი  რჩება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ჩინეთი, საუდის არაბეთი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი, სუდანი და უზბეკეთი. 

კომენტარები