Wikileaks რუსეთზე

Wikileaks-ის ვებ-გვერდზე ამერიკელ დიპლომატთა საიდუმლო მიმოწერის შემცველი   ახალი დოკუმენტები გამოქვეყნდა.  მათი დიდი ნაწილი რუსეთსა და მის ურთიერთობებს შეეხება სხვა ქვეყნებთან. ერთ-ერთ დოკუმენტში მოყვანილია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, საუბრები ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან 2009 წელს. Wikileaks-ის ინფორმაციით, ჩეხეთის წარმომადგენლებმა ბაიდენს გაუზიარეს შეშფოთება რუსეთის სურვილის გამო, რომ საკუთარი გავლენის სფეროები გაიფართოვოს.  თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „სულაც არ არის გულუბრყვილო“ რუსეთის ხალისუფლებასთან ურთიერთობაში.

ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ქცევა რადიკალურად შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ევროპა რუსული ენერგომატარებლების ალტერნატივას მოძებნიდა. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან რუსეთის მიერ მონოპოლიური მდგომარეობის დაკავება ევროპის ენერგობაზარზე და შეშფოთება გამოთქვა, რომ  ისინი აღნიშნულ საფთხეზე საკმარისად არ რეაგირებენ. 

კიდევ ერთი დოკუმენტის მიხედვით, აშშ-მ 2009 წელს 360 მილიონი დოლარი გამოყო, რათა უკრაინას თავისი ატომური სადგურებისთვის რუსული საწვავის ალტერნატივა მოეძებნა. თუმცა, ამ საკითხში პროგრესს ვერ მიაღწიეს  ვინაიდან, კიევი მოსკოვთან ერთიერთობების გამწვავებას მოერიდა.

Wikileaks-ის თანახმად, ამერიკელი დიპლომატები ასევე შეაშფოთა რუსეთის, ყაზახეთისა და ბელარუსის საბაჟო კავშირის შექმნამ, რომელსაც ვაშინგტონში მეზობელ ქვეყნებზე მოსკოვის გავლენის ინსტრუმენტად მიიჩნევენ. 

კომენტარები