ჩინეთში 14 ათასი ბავშვი სკოლის გარეთ დარჩა

პეკინში შიდა მიგრანტების 14 ათასამდე შვილი სკოლის გარეთ დარჩა მას შემდეგ, რაც სახელწიფომ  მოულოდნელად გადაწყვიტა დაეხურა რამდენიმე  კერძო სკოლა. ოფიციალური განცხადების  თანახმად, დახურვის მიზეზი უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობა გახდა.   ჩინეთში 10 მილიონი ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ძველ მისამართზე რჩება რეგისტრირებული. კანონმდებლობის თანახმად, შიდა მიგრანტებს, სხვა ქალაქში გადასვლის შემთხვევაში, არ აქვთ უფლება ისარგებლონ ისეთი სახელმწიფო სერვისებით  - როგორიც განათლება და ჯანდაცვაა.  ამიტომ მათი შვილები კერძო სკოლებში დადიან. ეს სკოლები ხშირად სახელმწიფოს სამიზნე ხდება.  

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამოქალაქო რეგისტრაციის კანონის ხარვეზმა  დააზარალა ჩინეთის მოსახლეობა. ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ამ კანონის გაუქმების შესახებ. 

კომენტარები