ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ნახშირორჟანგზე გადასახადების გასაპროტესტებლად. პროტესტი პრემიერმინისტრ ჯულია ჯილარდის გარემოს დაცვის პოლიტიკისკენ არის მიმართული.
ჯილარდის კონსერვატორი ოპონენტები აცხადებენ, რომ გადასახადი ოჯახების ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ინდუსტრიების კიდევ უფრო მძიმედ დაბეგვრამ კი, შეიძლება, სამუშაო ადგილების დაკარგვა განაპირობოს. ისინი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. კონსერვატორები გადასახადის გაუქმებას აპირებენ და აცხადებენ, რომ მსოფლიო კლიმატზე ამას მინიმალური, ან ნულოვანი გავლენა ექნება.
ახალი გადასახადი 500 ყველაზე დიდ დამბინძურებელსაც დასჯის. გადასახადის შემოღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჯილარდმა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და მწვანეებთან მოუწია შეკვრა.
აღნიშნული გადასახადის გამო ჯილარდის პოპულარობა იკლებს. ქვეყანაში პროტესტების სერიის გაგრძელებას ვარაუდობენ. მომავალ კვირაში სატვირთო მანქანების მძღოლები კანბერაში პარლამენტთან მისასვლელ ყველა გზას გადაკეტავენ.
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღევანდელ ავსტრალიურ პოლიტიკაში.