11 წლის გერმანელი ბიჭი დედას სახლის დალაგების იძულებაში ადანაშაულებს

11 წლის გერმანელმა ბიჭმა პოლიცია გამოიძახა და განუცხადა, რომ იძულებითი შრომის მსხვერპლია. ბიჭმა პოლიციას განუმარტა, რომ უწევს, ყოველდღე იმუშაოს და ამის გამო თავისუფალი დრო არ რჩება. ის ამბობს, რომ დედა სახლისა და ტერასის დალაგებას სთხოვს. როგორც თავად  დედა აცხადებს,  ბიჭი გამუდმებით ემუქრებოდა მას, რომ პოლიციაში დარეკავდა, რადგან არ სურდა, რომ სახლში საქმე გაეკეთებინა.

ბიჭმა პოლიციის კითხვაზე, თუ იცის, რას ნიშნავს იძულებითი შრომა, დადებითად უპასუხა. რაც შეეხება დედას, რომელიც იქვე იმყოფებოდა, თქვა, რომ ბავშვი მთელი დღე თამაშობს და როცა სთხოვენ დაალაგოს, რაც თავად არია, ის ამას იძულებით შრომას უწოდებს. 

კომენტარები