გერმანიის ეკონომიკის ზრდა საგრძნობლად შენელდა

ევროზონის უდიდესი, გერმანიის ეკონომიკა აპრილიდან ივნისამდე მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა. ივარაუდებოდა, რომ ზრდა მეტი უნდა ყოფილიყო. ეს რიცხვები ცნობილი გახდა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შეხვედრის წინ, სადაც მხარეებმა ევროზონის კრიზისი უნდა განიხილონ. უკანასკნელი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა ესპანეთშიც შენელდა. ის 0.3%-დან 0.2%-მდე დავიდა. ეს მონაცემები ევროზონის ეკონომიკის სიძლიერეს კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ კვირას საფრანგეთის ეკონომიკის მაჩვენებლები გამოქვეყნდა, რომელმაც ნულოვანი ზრდა აჩვენა.

მონაცემები ევროზონის სხვა ეკონომიკებზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. 

კომენტარები