პირველი ,,გეი ქორწინება’’ კუბაში

კუბელი მამაკაცი და ტრანსგენდერი ქალი დაქორწინდნენ, რაც ბევრის შეფასებით პირველი გეი ქორწინებაა კუბაში. ერთსქესიანთა ქორწინება კუბაში არალეგალურია, თუმცა ვენდი ირიეპა ოფიციალურად ქალია. 2007 წელს ის გახდა პირველი ადამიანი კუბაში, რომელმაც სახელმწიფო დაფინანსებით სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. მისი მეუღლე, იგნასიო ესტრადა, კუბაში ცნობილი დისიდენტი და გეი აქტივისტია.

წყვილმა გადაწყვიტა თავისი ქორწილი ფიდელ კასტროს დაბადების დღისთვის დაემთხვია. მათი თქმით ეს საჩუქარია დიქტატორისთვის.

LGBT ადამიანები წლების განმავლობაში დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ კუბაში. ბევრი მათგანი ე.წ. ,,განათლების ბანაკებშიც’’ იქნა გაგზავნილი რათა ,,კონტ-რევოლუციური’’ ღირებულებებისგან გათავისუფლებულიყვნენ. 1970 წელს ჰომოსექსუალობა კუბაში ლეგალური გახდა, 2006 წელს კი ახალმა პრეზიდენტმა რაულ კასტრომ გარკვეული რეფორმების გატარება დაიწყო გეი ადამაინების უფლებების დასაცავად. გასულ წელს ფიდელ კასტრომაც მოიხადა ბოდიში, ჰომოსექსუალების უკანონოდ გასამართლებისთვის.

კომენტარები