#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/camerondh.png##fbimage#
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმა დღეს პარლამენტის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა წესრიგის აღსადგენად და ხელახალი არეულობების თავიდან ასაცილებლად ფართომასშტაბიანი, საგანგებო ზომების მიღებას გეგმავს. მასობრივი არეულობებისა და მარადიორობის გამო, საგანგებო რეჟიმში შეკრებილი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, კემერონმა აღნიშნა, რომ ამ ზომების მიზანია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა ბრიტანეთის ქუჩებში არ გამეფდეს შიშის ატმოსფერო და არ დამკვიდრედეს „ძალადობის კულტურა“. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, პოლიციის უფლებამოსილება იზრდება: მათ ექნებათ უფლება დაშალონ თუნდაც არააგრესიულად შეკრებილი ადამიანები, თუ ეჭვი აქვთ, რომ ისინი რომელიმე კრიმინალურ დაგჯუფებას მიეკუთვნებიან; მოითხოვონ ნიღბის, კაპიშონის, სათვალის მოხსნა, ქუდის მოხდა ( ჩვეულებრივ მათ ასეთი ქმედებისთვის პოლიციის უფროსი ოფიცრის წერილობით ნებართვა სჭირდებოდათ). ასევე მათ ექნებათ უფლება ზოგიერთ რაიონში, შექმნილი სიტუაციის შესაბამისად, გამოაცხადონ კომენდანტის საათი.
მთავრობა, არეულობის აღსაკვეთად ქალაქის ქუჩებში არმიის გამოყვანის შესაძლებლობას აღარ განიხილავს, სკოტლან იარდის შეფის განცხადების შემდეგ, რომ „ურჩევნია იყოს სკოტლანდ იარდის უკანასკნელი შეფი, ვირდე ქალაქის ქუჩებში გაიყვანოს არმია“, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
მთავრობა აღიარებს, რომ არეულობების დასაწყის სტადიაზე პოლიციამ არასწორად შეაფასა შექმნილი საფრთხე, რომ ქუჩებში არასაკმარისი იყო პოლიციელების რაოდენობა და მათ ვერ შეძლეს ძალადობის შეჩერება.
Associated Press-ის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობა ასევე განიხილავს შესაძლებლობას მასობრივი არეულობებისას დაბლოკოს სოციალური ქსელები, ვინაიდან პოლიციის განცხადებით, BlackBerry -ის დახურულ შეტყობინებებსა და ფეისბუქის ქსელებს იყენებდნენ არულობების, ძარცვისა და მარადიორობის კოორდინაციისთვის.
სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, გუშინ ლონდონსა და სხვა ქალაქებში სასამართლოები მთელი ღამე მუშაობდა და დაკავებული ბოროტმოქმედების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. სააგენტოს ინფორმაციით, ინგლისის სასამართლოები ოთხი დღეა ამ რეჟიმში მუშაობენ, რათა არეულოებების მონაწილეთა და მარადიორების დაპატიმრება დროულად და კანონის მიხედვით მოხდეს.
მასობრივი არეულობები ინგლისში შაბათს დაიწყო, როდესაც ლონდონში პოლიციელთა წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ნამდვილ ძალადობასა და კრიმინალურ ქაოსში გადაიზარდა: ადამიანები ძარცვადნენ და წვავდნენ მაღაზიებს, სახლებს, ოფისებს. ქაოსი ლონდონიდან სხვა ქალაქებსაც გადაედო და ოთხ დღეს გაგრძელდა.





