რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ის, რომ დატვირთული, პროდუქტიული წლის შემდეგ დილით, სასურველ დროს იღვიძებდე და სამსახურზე, ლექციებზე, ყოველდღიურ რუტინაზე არ ფიქრობდე. დაივიწყო, რომ არსებობს ასეთი საქმიანობა – ელექტრონული ფოსტისა და სოციალურ ქსელებში კედლის შემოწმება, რადგან დღის წესრიგში უფრო მხიარული და საინტერესო გეგმებია. თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროს, მელომანებისთვის არსებობს ერთი უცვლელი პუნქტი – მუსიკის სიახლეებისთვის თვალყურის დევნება.
საქმე მუსიკის განსაკუთრებულ სიყვარულშიც არ არის – უბრალოდ, ზაფხული ის დროა, როდესაც მხიარული რიტმების გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. მიუხედავად გემოვნებისა, უპირატესობა ახლა იმ მუსიკას უფრო ენიჭება, რომელიც დასვენებისთვის განგვაწყობს. მსუბუქი, ლაუნჟის ხასიათის – პლაჟისთვის, ტექნო-ჰაუსის რიტმები საღამოს გართობისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ პირობებში კი იოლია საყვარელი შემსრულებლის ან რომელიმე ცნობილი ჯგუფის ახალი ალბომის გამოსვლა გამოგრჩეს. ამის თავიდან აცილების მიზნით, შევეცადეთ გაგვეკეთებინა მოკლე ანონსი, რომელიც აგვისტოსა და სექტემბერში დაგეგმილ რელიზებს გაგაცნობთ.
ეს თვე დეტროიტელი რეპერის, Royce და 5’9’’-ის შემოქმედების მოყვარულებისთვის სასიამოვნო ამბით დაიწყება – 9 აგვისტოს ახალი, რიგით მეხუთე ალბომი Success Is Certain იხილავს მზის სინათლეს. მისი წარმატება მართლაც რომ არ იწვევს ეჭვს, რადგან მარტში გამოშვებული სინგლი Writer’s Block (რომელიც რაიანმა ემინემთან ერთად ჩაწერა), ასევე მეორე სიმღერა, Second Place, უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
23 აგვისტოს მსმენელს უკვე შეეძლება ფსიქოდელიური პოპ-როკის რიტმებზე გადაეწყოს – კალიფორნიული Ganglians მას ახალ რელიზს Still Living ჰპირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აგვისტო მსუბუქი პანკ-როკისა და ინდი-როკის ჟანრის მოყვარულებს ბევრ სხვა სიახლეს სთავაზობს. Ganglians-თან ერთად Boston Spaceships, The Horrors... ახალ ალბომებს წარმოადგენენ. თუმცა როკის მსმენელებისთვის ეს სიახლეები მაინც ისეთი ცნობილი მუსიკალური კოლექტივების ახალი ალბომების გამოსვლით დაიჩრდილება, როგორებიც Red Hot Chili Peppers და Beirut არიან.
Red Hot Chili Peppers-ის ახალი ალბომი, I’m With You ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, 29 აგვისტოს გამოვა. გარდა იმისა, რომ ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებაა (ალბათ გახსოვთ, რომ ჯონ ფრუსჩანტემ 2009 წელს დატოვა RHCP და მისი ადგილი ჯოშ ქლინჰოფერმა დაიკავა), ის ახლებურ მუსიკასაც გვპირდება. როგორც დრამერი, ჩედ სმიტი ამბობს: „ეს ახალი ჯგუფია. იმავე სახელით, მაგრამ სრულიად ახალი”. ვოკალისტის, ენტონი კიდისის თქმით, ახალი ალბომი ევოლუციური ხასიათისაა და მასში განსხვავებული სიმღერები შედის. ამაში კომპოზიტორის, ბალზარის ახალ მუსიკალურ განათლებასა და ასევე ახალი გიტარისტის, ქლინჰოფერის განსხვავებულ სტილს არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის. ცნობილია, რომ ბალზარი შემოქმედებით პროცესში აფრიკულ მუსიკას უსმენდა, რამაც ალბომის ჟღერადობაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. მასში ჯგუფის თოთხმეტი სიმღერა შევიდა.
30 აგვისტოს კიდევ ერთი ნიჭიერი კოლექტივის ახალი ალბომი გამოვა – Beirut-ის The Rip Tide. ის გასულ ზამთარში ჩაიწერა, თუმცა, თუ ჯგუფის მთავარ წევრს, ზაქ ქონდონს დავუჯერებთ, ამინდის მიუხედავად, ახალი სიმღერები თბილი, ბედნიერი და მზიანი გამოვიდა. ალბომში ცხრა სიმღერაა შესული, რომელთაგან ორის – East Harlem (უკვე შესულია Pitchfork-ის ახალი საუკეთესო სიმღერების სიაში) და Goshen-ის მოსმენა ინტერნეტში უკვე შესაძლებელია. ამბობენ, რომ ახალი შემოქმედება უკეთ წარმოაჩენს ჯგუფის ხასიათს, რადგან შედარებით ნაკლებად იგრძნობა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორის გავლენა, ასე რომ, Beirut-ის შემთხვევაში, მსმენელი ახალ და საინტერესო მუსიკას მიიღებს.
ელექტრონული მუსიკის ვეტერანი, კარგად ნაცნობი Dj Shadow „როკის” შექმნის ხასიათზეა. მან უკვე გამოუშვა ახალი მინი ალბომი I Gotta Rokk, რომელსაც ხუთ სექტემბერს სრული რელიზი, The Less You Know The Better მოჰყვება. მინი გამოცემაში სამი ახალი კომპოზიციაა შესული, რაც მუსიკოსის ბოლოდროინდელ შემოქმედებაზე გარკვეულ შთაბეჭდილებას ქმნის. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი ალბომი წინა, „აუთსაიდერზე” წარმატებული იქნება, რომელმაც მსმენელისგან არცთუ მცირე კრიტიკა დაიმსახურა.
არდადეგების დასასრულს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს უფრო დიდი სიურპრიზიც ელით – 26 სექტემბერს Bjork თავის მეშვიდე ალბომს, Biophilia-ს გამოუშვებს. ისლანდიელმა მომღერალმაც, Gorillas-ის მსგავსად, რამდენიმე კომპოზიცია iPad-ზე ჩაწერა. ალბომის პრელუდია უკვე ხელმისაწვდომია – Crystalline, რომელთან გაცნობისას ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს უკვე ბევრჯერ გაქვს მოსმენილი. აღსანიშნავია, რომ Apple ყველა სიმღერისთვის ცალკე iPad აპლიკაციას შექმნის, შესაბამისად, Biophilia მსოფლიოში პირველი მუსიკალური ალბომი იქნება, რომელიც აპლიკაციების კრებულის სახითაც გამოიცემა.
მომავალთან ერთად, ახლახან გამოსული ალბომების დავიწყებაც არ ღირს. მაგალითად, ჰიუ ლორის (ექიმი ჰაუსის როლის შემსრულებელი) Let Them Talk – ბლუზისა და ჯაზის მშვენიერი სინთეზია, რომელიც ამ მსახიობის დიდ მუსიკალურ ნიჭზე მეტყველებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Beastie Boys ახალი ალბომით დაბრუნდა და მასთან ერთად, ჰიპ-ჰოპის ძველი რიტმებიც ახმიანდა. შესაძლოა, Kanye West-ისა და Jay-Z-ის მუსიკასთან შედარებით, Hot Sauce Committee Part Two უცნაურად და ძველმოდურადაც კი ჟღერდეს. თუმცა სიმსუბუქისა და 90-იანების მხიარული რიტმების წყალობით, Beastie Boys შესანიშნავი არჩევანია, რომ დასვენების დღეები კიდევ უფრო ენერგიული და მზიანი გახდეს.