ისლამისტი ამბოხებულები აფრიკის კავშირის ძალებმა და სომალის მთავრობის სამხედრო ქვედანაყოფებმა სომალის დედაქალაქ მოგადიშდან განდევნეს. ქვეყნის პრეზიდენტმა შეიხ შარიფ აჰმედმა განაცხადა, რომ ალ შაბააბს მთელი ქვეყნიდან განდევნიან. მართალია ისლამისტმა ამბოხებულებმა მოგადიშუდან გასვლა დაიწყეს, ლოკალური შეტაკებები მაინც მიმდინარეობს. მათი წარმომადგენლის თქმით, დედაქალაქის დატოვებას მხოლოდ ტაქტიკური მნიშნელობა აქვს.
სომალის მთავრობა ბოლო 20 წლის მანძილზე ვეღარ აკონტროლებს მთელს ქვეყანას. სახელმწიფო რეალურად რამდენიმე ნაწილადაა დაშლილი. ქვეყნის სამხრეთს ისევ ისლამისტი ამბოხებულები მართავენ. ბოლო 4 წლის მანძლზე ისინი დედაქალაქის ნაწილშიც იყვნენ გამაგრებული. ბრძოლები მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა. შარშან ალ შაბააბმა მოგადიშუში ჰუმანიტარული დახმარება არ შეუშვა და იქ მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები გააძევა. ახლა კი, წლების მანძლზე პირველად, სომალის მთავრობა საკუთარ დედაქალაქს მთლიანად აკონტროლებს.
სომალიში შიმშილი მძვინვარებს. ათეულ ათასობით ადამიანი სიკვდილის პირასაა. შემდეგი რამდენიმე კვირის მანძილზე, გაერო, სავარაუდოდ, მთელს ქვეყანას გამოაცხადებს შიმშილის ზონად.
ალ შაბააბმა სამხრეთისკენ დაიხია. თუ მათი მცდელობები, აღიდგინონ კონტროლი დედაქალაქის ნაწილზე, ჩაიშლება, შეიძლება მათ თავიანთ ტაქტიკა შეცვალონ და თვითმკვლელი ტერორისტების გამოყენებაც დაიწყონ. ისინი თავის მოკვეთით დაემუქრნენ ყველას, ვინც მათ წევრებს პოლიციას ჩააბარებდა.