Internet Explorer-ის მომხმარებლებს ინტელექტის დაბალი მაჩვენებელი აქვთ

Internet Explorer-ის მომხმარებლებს საშუალოზე დაბადაბალი IQ-ს მაჩვენებელი აქვთ - ასეთია საკონსულტაციო ფირმა AptiQuant-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი. კვლევაში 100 000-ზე მეტმა ვებ მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. მათ IQ ტესტი დაურიგეს, შედეგი კი მათ მიერ გამოყენებული ბრაუზერის გრაფაში  განთავსდა.

კვლევის მიხედვით, Internet Explorer-ის მომხმარებელთა ინტელექტის საშუალო მაჩვენებელი 80-ზე ნაკლებია, Chrome-ის,  Firefox-ისა და  Safari-ს მოყვარულებს IQ 100-ზე მეტი აქვთ, ხოლო  Camino-სა და Opera-ს მომხმარებლების ინტელექტის მაჩვენებელი კი 120-ზე მაღალია.

კვლევის შედეგებმა IE-ს მხარდაჭერების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი AptiQuant-ს სასამართლოთიც კი ემუქრებიან. კვლევის შედეგებს არ ენდობა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ სპიჯელჰალტერიც.  მისი თქმით, შედეგი არადამაჯერებელია და Internet Explorer-ის მომხმარებლებს შეურაცხყოფს.

AptiQuant-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლეონარდ ჰოვარდის განმარტებით, Internet Explorer-ის გამოყენება დაბალი ინტელექტის ქონას სულაც არ ნიშნავს, მაგრამ თუ ადამიანს IQ-ს დაბალი მაჩვენებელი აქვს, ალბათობა იმისა, რომ ბრაუზერებს შორის IE-ს აირჩევს, უფრო მაღალია. ჰოვარდი დარწმუნებულია, რომ სასამართლოში გამარჯვებული მხარე AptiQuant იქნება და ეს მათი კვლევის სანდოობას გაზრდის.

კომენტარები