#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/riode.png##fbimage#
ეს ბრაზილიის სახელგანთქმული, კოპაკაბანას სანაპიროა, რომელიც სახელგანთქმულია ლურჯი წყლით, თეთრი ქვიშით და გარუჯული სხეულებით.მაგრამ კვირას სანაპირომ ტრანსფორმაცია განიცადა და გასული 4 წლის მანძილზე რიო დე ჟანეროში მოკლული 30,000 ადამიანის მემორიალურ ადგილად იქცა.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ქვიშიან სანაპიროზე ჯვრები განათავსეს და 3 000 ვარდით მოფინეს - ყოველ 10 დაღუპულზე თითო.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ცერემონია ყურადღებას მიიქცევს და მრავალი გაუხსნელი საქმე მკვლელობებთან დაკავშირებით გახსნილი იქნება.
ანტონიო კარლოს კოსტა (არასამთავრობო ორგანიზაცია „რიოს მშვიდობა“ დირექტორი):
ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ძალადობის ფაქტია, არ ვგრძნობთ თავს დაცულად, ძალიან ბევრი დაკარგული ადამიანია, რომელთა საქმეც გამოუძიებლად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებები პოზიტიურია, პოლიციაში სათანადო რეფორმები არ განხორციელებულა, უამრავი კრიმინალური შემთხევაა გამოუძიებელია და უამრავი კრიმინალი დასასჯელია“.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პოლიცია აქტიურად ცდილობს აღმოფხვრას კრიმინალი, მიზეზი კი რიოში 2016 წელს დაგეგმილი ოლიმპიადაა.




