პარიზი – ყველაზე ძვირი ტურისტული ქალაქი

ტურისტული პორტალი TripAdvisor ახალ რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც პარიზი მსოფლიოს ყველაზე ძვირ ტურისტულ ქალაქად დასახელდა. რეიტინგში მსოფლიოს 50 ქალაქი მოხვდა და შეფასება ხდებოდა მომსახურებაზე ფასების მიხედვით, რაც აუცილებელია თითოეული ტურისტისთვის. მომსახურების ფასებში გათვალისწინებულია, საშუალოდ, ქალაქის ცენტრში ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება, ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი, პიცა და გადაადგილება ქალაქში.

ამ რეიტინგის მიხედვით, პარიზში დღე–ღამის განმავლობაში ტურისტი დახარჯავს 304 ევრომდე, საიდანაც დიდი წილი სასტუმროს ხარჯია და საშუალოდ 255 ევროს აღწევს. ტურისტებში ყველაზე პოპულარული სასმელი მარტინი 25 ევრო ჯდება, ტაქსით გადაადგილება – 10 ევრომდე, ხოლო პიცაზე 15 ევრო იხარჯება.

პარიზის შემდეგ რეიტინგში სიძვირის მიხედვით შვეიცარიის ციურუხი მოხვდა (267.5 ევრო), ასევე იტალიის ვენეცია (267.5 ევრო), ლონდონი (263.3 ევრო), ტოკიო  (262 ევრო) და ნიუ იორკი – 258.4 ევრო. ტურისტებისთვის ყველაზე მომხიბვლელ ქალაქად დასახელდა ბერლინი, სადაც ტურისტს 115 ევროდ შეუძლია  ქალაქით ისიამოვნოს.

ევროპაში ყველაზე იაფ ქალაქებად დასახელდნენ: სოფია (95.56 ევრო), ბუდაპეშტი (101), ვარშავა (104.5 ევრო), პრაღა (124.1 ევრო) და ლისაბონი (127.7 ევრო). 

პლანეტის ყველაზე იაფ ქალაქად აღიარებულია ბანგკოკი, სადაც 79 ევროდ  მშვენივრად დაისვენებას შეძლებთ. 

კომენტარები