ავღანეთში აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას 18 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გზის პირას დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება მაშინ  ამოქმედდა, როცა გზაზე მგზავრებით სავსე ავტობუსმა გაიარა. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, გზის პირას ბომბებს თალიბანის მებრძოლები ამონტაჟებენ დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 2001 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. იანვრიდან ივნისის ჩათვლით ავღანეთში 1462 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15 პროცენტით მეტია.

კომენტარები