აჭარაში უძრავი ქონების გაყიდვებში ბათუმი ლიდერობს

 ბათუმში საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ბინებს,  ძირითდად, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის და საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ. ფასები კვადრატულ მეტრზე 400 დოლარიდან იწყება და 3000 დოლარსაც კი აღწევს, გასაყიდი ფართის მდებარეობის მიხედვით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში უძრავი ქონების გაყიდვების რაოდენობა 2011 წლის იანვარ–ივნისის მდგომარეობით 2010 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%–ით გაიზარდა, ხოლო 2009 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.

აჭარაში ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გაყიდვების სტრუქტურაში პირველ ადგილზე ბათუმია (61.4%), მეორეზე – ხელვაჩაური (23.6%) და მესამეზე ქობულეთი (12.5%). ქედას, შუახევის და ხულოს წილი უმნიშვნელოა და სულ 2.6%–ს შეადგენს.

ქობულეთში ამ ეტაპზე უმეტესად სასტუმროები შენდება და საცხოვრებელი კორპუსების ნაკლებობაა, სწორედ ამით განისაზღვრება საცხოვრებელი ფართების გაყიდვების სიმცირე – განმარტავენ აჭარის უძრავი ქონების სააგენტოები. 

კომენტარები